воскресенье, 14 июня 2015 г.

პროექტის მეცხრე დღე

კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორთფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. ამით დავამთავრეთ ჩვენი ცხრადღიანი ტრენინგი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ეკა სამურკასოვს.

პროექტი - მიკრობები

суббота, 13 июня 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები, პროექტისათვის გავწერეთ პროცედურები. გამოვყავით და ხაზი გავუსვით იმ ინტერნეტ მასალას, რაც პროექტისათვის დამჭირდებოდა.

воскресенье, 7 июня 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ ბლოგზე, შევცვალეთ დიზაინი, შევქმენით სასწავლო პროექტის პუბლიკაცია, დავამატეთ გვერდები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, დავამატეთ "გაჯეტები".

суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღემ საინტერესოდ ჩაირა. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნაშრომები, შევქმენით ჩვენი პროექტისათვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და წარმოვადგინეთ პრეზენტაციის სახით.

воскресенье, 31 мая 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

საინტერესო იყო დღევნდელი დღე, შევქმენით პროექტისთვის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. მადლობა ტრენერს, ქალბატონ ეკა სამურკასოვს.